კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის წინაშე ჩადენილ მოღალატეობრივ ქმედებებზე პასუხის გაცემა მოუწევს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის წინაშე ჩადენილ მოღალატეობრივ ქმედებებზე პასუხის გაცემა მოუწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს პარლამენტში სპეციალურ კომისიასთან თანამშრომლობას, მისთვის გასაგებია.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულმა პარტიამ ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

„მესმის მათი განწყობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოღალატე პარტია იმ თავისი ქმედებებით და დანაშაულით, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. ამ ქმედებების შედეგად დაიღუპა არაერთი გმირი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა. გასარკვევია ვისი დავალებით დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიუძღვის, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე