სასამართლომ ზუგდიდში აქციაზე დაკავებული აქტივისტი მარიამ სიჭინავა 5 000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციაზე დაკავებული „დროას“ წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მარიამ სიჭინავას თქმით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

"სიმართლე გითხრა ამის მოლოდინი არ მქონდა და მზად ვიყავი 10-15 დღე ან რამდენსაც მომისჯიდა უსამართლო სასამართლო გამეტარებინა იზოლატორში, სადაც არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. ერთადერთი, რაც მუდმივად მაინტერესებდა, ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც გარეთ დარჩნენ, ხომ არ იყვნენ დაკავებული, მხოლოდ ამაზე ვდარდობდი. ბრალდების მხარის მტკიცებულებაზე იმის თქმა შემიძლია მხოლოდ, რომ ეს ადამიანები ემსგავსებიან „მგზავრის წერილებში“ რუსი ოფიცერი რომ არის და ჰგონია, დიდ სამეცნიერო მიგნებას მიაკვლია და უნდა, მთელ მსოფლიოს გააცნოს. შაქრის ქუდს პოულობს საშაქრეში ბუზების მოთავსებით, ამ ბუზებს იჭერს და მერე ათავსებს. ამ რეჟიმშია ზუგდიდის პოლიცია გადასული, რადგან ჰგონიათ, რომ დიდ კრიმინალს აკავებენ ქუჩაში პიროტექნიკის სროლის გამო. ჯარიმას, რომლის გადახდაც სასამართლომ დამაკისრა, არ გადავიხდი“, - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

მარიამ სიჭინავას უფლებადამცველის განმარტებით, მტკიცებულებები სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული, თუმცა მისივე თქმით, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლოს ორი უფლება ჰქონდა, ან უნდა გამოეყენებინა სანქციით გათვალისწინებული ჯარიმა ან სანქციით გათვალისწინებული პატიმრობა და ამ შემთხვევაში სასამართლომ ობიექტურად და სამართლიანად გადაწყვიტა ჯარიმა“,- განაცხადა როლანდ შონიამ.

იქამდე კი, სასამართლო დარბაზიდან ხმაურისა და პროცესის ხელის შეშლის გამო მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სამი ადამიანი გააძევა.

შეგახსენებთ, მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარს, ღამით დააკავა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. მან საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი გამოიყენა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო