ნიკა მელია - ე.წ. ხელისუფლება ცდილობს, ხალხში რწმენა გატეხოს, აფიქრებინოს, რომ ვინც ძალას ფლობს, ის არის მართალი - სხვა მართვის მექანიზმები ამოღებულია მათი პოლიტიკური რეპერტუარიდან

გიორგი გახარია ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და როდესაც საკუთარი ყოფილი თანაგუნდელები ჯგუფურად, წინასწარ დაგეგმილად ასე საჯაროდ უსწორდებიან, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უნდა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, ვალდებულია, იყოს სოლიდარული გახარიას მიმართ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ძალადობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რადგან მართვის სხვა მექანიზმები მთლიანად ამოღებულია მათი პოლიტიკური რეპერტუარიდან.

"მარტო მზია ამაღლობელის შემთხვევა იქნება საკმარისი იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ ქვეყანაში წლებია უკვე ორმაგი სტანდარტი არსებობს.

რამდენიც გინდათ, იმდენი პოლიტიკური ლიდერი გამხდარა ზონდერების მსხვერპლი წლების განმავლობაში და გუშინ ვიხილეთ შურისძიება გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თავიდან ბოლომდე დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის მიერ - ეს არც იმალებოდა მის რიტორიკაში და როდესაც მიეცათ შესაძლებლობა, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს.

ეს არის სისუსტის გამოვლინება, როდესაც ასე ძალადობს ე.წ. დეპუტატი და ძალადობენ ე.წ. დეპუტატები დუბაიში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს საზოგადოებამ, რომ ეს გაკეთებულია ძლიერის პოზიციიდან.

ე.წ. ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხში რწმენა გატეხოს, აფიქრებინოს, რომ ვინც ძალას ფლობს, ის არის მართალი. სინამდვილეში, ისინი იმ სპირალში არიან შესული, სადაც ჭკვიანური ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. მათი ხელისუფლება და მართვა გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ძალადობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას, სხვა მართვის მექანიზმები მთლიანად ამოღებულია მათი პოლიტიკური რეპერტუარიდან.

გიორგი გახარიაზე თავდასხმა, გვინდა-არ გვინდა თუ ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და როდესაც საკუთარი ყოფილი თანაგუნდელები ჯგუფურად, წინასწარ დაგეგმილად ასე საჯაროდ უსწორდებიან, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უნდა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, ვალდებულია, იყოს სოლიდარული გახარიას მიმართ და მე ვგრძნობ, რომ ეს სოლიდარობა არსებობს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს