ხატია დეკანოიძე - სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი გიორგი გახარიას წინააღმდეგ შებრუნდეს

გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მის ბოლო ინტერვიუში ვისაც ემუქრებოდა, გახარია იყო. სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი მის წინააღმდეგ შებრუნდეს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანისუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, გვაქვს ქვეყანა, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომ დაამტკიცო შენი სიმართლე.

„გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მის ბოლო ინტერვიუში ვისაც ემუქრებოდა, გახარია იყო. სრულდებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი მის წინააღმდეგ შებრუნდეს. რეჟიმის ამ პირობებში არ გამოირიცხება ყველაზე უფრო ალოგიკური ქმედება. ქვეყანა გვაქვს, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, სადაც შეგიძლია დაამტკიცო შენი სიმართლე. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, მან გადაცემაში აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რა დროსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„გაქრნენ სივრციდან. მაქვს ინფორმაცია, რომ გამოკითხვასა და დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. საერთაშორისო პლატფორმებზე ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის ორი წევრი ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე. არ ვიცი როგორ დასრულდა გამოკითხვა, თუმცა შემიძლია გითხრათ რომ ვიზიტი, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა კობახიძეს, ეს ვიზიტიც გაუქმდა, კითხვის ნიშნები იყო. საქართველოს პატრიოტების გამო მათთვის კომფორტის ზონა არ არსებობს. ფაქტია, რომ კომფორტი არ აქვთ, ძალადობა მათ ასე დაამკვიდრეს“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო