დევიდ მაკალისტერი - აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა - ამ დროისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მიუახლოვდება ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს რეჟიმს

ამ დროისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მიუახლოვდება ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს რეჟიმს,- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორი ურთიერთობაა მოსალოდნელი “ქართულ ოცნებასა” და ტრამპის ახალ ადმინისტრაციას შორის.

მაკალისტერის აზრით, ამ ეტაპზე „ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ“.

„აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამ დროისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მიუახლოვდება ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს რეჟიმს. ბატონი ტრამპის პირველი პრეზიდენტობა 2017 წლიდან 2021 წლამდე ხასიათდებოდა არაპროგნოზირებადობით, მრავალრიცხოვანი საკადრო ცვლილებებით და პრეზიდენტის ნათქვამსა და მის ადმინისტრაციას შორის არსებული შეუსაბამობით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ აშშ-ს ადმინისტრაცია, რომ გვყავდეს თავისუფალი დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არა მხოლოდ ევროპელების, არამედ ამერიკელების სასიცოცხლო ინტერესებშიცაა", - განაცხადა მაკალისტერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა