თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას - აქ არიან იმისთვის, რომ შეაგროვონ მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ

ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბოკუჩავას განმარტებით, დელეგაციის ვიზიტის მიზანია, შეაგროვოს მტკიცებულებები საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ და ამ მიზნით, ისინი დაკავებულებსაც შეხვდებიან.

„ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი არ ემსახურება დე-ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას იმიტომ, რომ ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტს საქართველოში ან მიზნებისთვის იყენებს. ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე გააკეთა განცხადება, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას. პირიქით, დელეგაცია აქ არის იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ. ამ მიზნით, ისინი მათ შორის აპირებენ შეხვდნენ დაკავებულებს, იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ და არიან ხელისუფლების რეპრესიების, წამების და არაადამიანური მოპყრობის სამიზნე. რაც შეეხება არალეგიტიმური ხელისუფლების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, იცით, რომ ამ საკითხზე ჩვენ მივწერეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. მიგვაჩნია, რომ სწორედ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და განმტკიცება არის ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ აღიაროს არალეგიტიმური ხელისუფლების უფლებამოსილება. ამ შინაარსის რეზოლუცია მიიღო "ევროპის სახალხო პარტიამ" ბრიუსელში, რაც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი არა მხოლოდ ევროპარლამენტში, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. დარწმუნებული ვარ, სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც იხელმძღვანელებენ სწორედ არაღიარების პოლიტიკის ამ სტანდარტით",-განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს