სალომე სამადაშვილი - ჩვენს პარტნიორებს აქვთ ცხადი ხედვა, რომ საქართველო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე

ჩვენს პარტნიორებს აქვთ ცხადი ხედვა, რომ საქართველო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე, ეს შეეხება არა მარტო იმას, რომ ჩვენ შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, არამედ მძიმე ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელიც ქვეყანას წინ აქვს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა კარგად ხვდება, რომ ახალი არჩევნების გარეშე, საქართველო არსებული კრიზისიდან ვერ გამოვა.

„დღეს საქართველოს ყველა მოკავშირე საუბრობს იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, ჩვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები და როგორი ხედვა არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დღეს ყველა, ვინც კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ ვითარებას არა მხოლოდ ახლა, არამედ ბოლო თვეების მანძილზე ახლოდან აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რომ ასეთი გამოწვევის წინაზე ფაქტობრივად, ეს ქვეყანა არასდროს ყოფილა ბოლო წლების მანძილზე. ასევე, აცნობიერებს იმასაც, რომ ახალი არჩევნების გარეშე, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა