მამუკა ხაზარაძე - უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს „ქართული ოცნებისთვის“ და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის უახლოეს ხანში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

როგორც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, სენატორ როჯერ ვიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიმართ ამერიკის მხრიდან ნაბიჯები, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გადაიდგმება.

„უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს "ქართული ოცნებისთვის" და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს!

ზეწოლა იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მიმართულებით, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები - ამას მივაღწევთ ამერიკის მხრიდან ძალიან სერიოზული პრესინგით და ნაბიჯებით „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ხანში. ეს ნაბიჯები გადაიდგმება ინაუგურაციის შემდეგ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

„შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები, ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით, საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცეს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომელსაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი