ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა, საპატიმროში, ანდრო ჭიჭინაძე და ზვიად ცეცხლაძე მოინახულეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს.

ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი მედიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს“.

მიგინეიშვილის თქმით, შეხვედრაზე ანდრო ჭიჭინაძის გარდა, სხვა ათობით დაკავებულებზე და ასევე, ძალადობის მსხვერპლ ასობით ადამიანზე ისაუბრეს.

„პირველ რიგში, მოიკითხეს ანდროს მდგომარეობა, როგორ არის მსახიობი, დღეს როდესაც ოთხ კედელში არის გამოკეტილი და შემდეგ უკვე მოისმინეს უშუალოდ დეტალები როგორც საქმესთან დაკავშირებით, ასევე პროტესტთან დაკავშირებით, იმ პროტესტთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ჭიჭინაძე. ასევე მოისმინეს მისი ვარაუდები, მოლოდინები და ახსნა იმისა, მისი აზრით, რატომ არის პატიმრობაში, იმიტომ, რომ რეალურად, ამისთვის არ არსებობს, არც სამართლებრივი ბერკეტი და არც ფაქტობრივი მოცემულობა. მნიშვნელოვანი იყო თვითონ პროცესი, იმიტომ რომ ანდრო არის სახე იმ ათასობით ადამიანის, რომელიც რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე დგას. ეს არის პროტესტის ტალღა, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს და გამოვთქვით ვარაუდი და მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც იღვწის ქართველი ხალხი,“- განაცხადა მიგინეიშვილმა.

გარდა ანდრო ჭიჭინაძისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საპატიმროში მოინახულეს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძეც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ განუცხადა, ზვიად ცეცხლაძემ ევროსაბჭოს ასამბლეის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა დაედო საფუძვლად მის დაკავებას.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ