მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო და აზერბაიჯანი კარგად უმკლავდება სხვადასხვა მხრიდან ჩარევის მცდელობებს

ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარი ჩარევის მცდელობები, როგორც წესი, ზრდის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

"უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოების, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც ხშირად მომდინარეობს სხვადასხვა სახის ჩარევებისგან", - დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობასთან მიმართებაში აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან განაცხადა, ორ ქვეყანას შორის არსებობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც „მიმართული არის და იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაძლებლობების უკეთ და პოზიტიურად გამოყენებისთვის, რათა ჩვენ ვიყოთ სარგებლიანები ჩვენი ხალხებისა და უფრო ფართო რეგიონისთვის".

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა დასძინა, ამ მიმართულებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და მხარში დგომის არაჩვეულებრივი ისტორია აქვთ.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა