ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი საკუთარი დანაშაულებრივი ქცევით აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

ივანიშვილის რუსული რეჟიმი საკუთარი დანაშაულებრივი ქცევით აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, საქართველოს ინტერესების დაზიანება გამოხატულია იმაში, რომ სახელმწიფოს - “არალეგიტიმურ ხელისუფალს“ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა არ აქვს, ასევე, მიუნხენის კონფერენცია, სადაც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი.

“ივანიშვილის რუსული რეჟიმი საკუთარი დანაშაულებრივი ქცევით აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს გამოხატულია იმაში, რომ არ აქვს საქართველოს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში არალეგიტიმურ ხელისუფალს, მიწვევა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენა უნდა ყოფილიყო, მიწვეული რომ ვყოფილიყავით. ასევე, მიუნხენის კონფერენცია, სადაც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი - ეს აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ეროვნული ინტერესების დაზიანება გაგრძელდება “ქართული ოცნების” მხრიდან მანამ, სანამ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება არ ჩამოშორდება მმართველობას.

მე ახლახან დავბრუნდი ბათუმიდან. ბათუმში არის მძიმე პოლიტიკური ვითარება, მოქალაქეების დევნა ხდება, იქ გაჩნდნენ უკვე პოლიტპატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმსაც ებრძოდა, სააკაშვილის რეჟიმსაც ებრძოდა და ივანიშვილის რეჟიმსაც ებრძვის, შესაბამისად, ცხადი და მარტივი მოცემულობაა ის, რომ აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დევნა გრძელდება.

სრულიად ვგმობთ გიორგი გახარიაზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით