Human Rights Watch - 2024 წელს საქართველომ რიგი ახალი რეპრესიული კანონებით ადამიანის უფლებების მხრივ უკან დიდი ნაბიჯები გადადგა

[საქართველოს] მთავრობა დაუღალავად მიათრევს ქვეყანას რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც გაუკვალავია საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან კარგადაა ნაცნობი ავტორიტარულ სახელმწიფოებში. თუმცა არასდროს არ არის ძალიან გვიანი კურსის შესაბრუნებლად, რეპრესიული კანონების გასაუქმებლად, შეკრების თავისუფლების დასაშვებად, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად, და პოლიციის ანგარიშვალდებულებისთვის, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.

Human Rights Watch -ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ მიატოვა.

ამასთან, აღინიშნება, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ არჩევნები ხმების მასობრივი გაყალბებით გამოირჩეოდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავად გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომელიც ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას სახელმწიფოს მიზნად ასახელებს.

"2024 წელს საქართველომ ადამიანის უფლებების მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა უკან რიგი ახალი რეპრესიული კანონებით, რომლებიც ძირს უთხრიან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ნოემბერში მმართველმა პარტიამ 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნისთვის ძალისხმევები, რამაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტები გამოიწვია",-ნათქვამია ანგარიშში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს