ნინო დოლიძე - საარჩევნო აპარატების აუდიტის პროცესი ჩვენი ჩართულობით უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, არ გვაქვს ნდობა - არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რასაც ამტკიცებს ისიც, რომ არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ აქვს აღიარებული

ჩვენთვის პროკურატურაზე უფრო მნიშვნელოვანია მტკიცებულებები, რაც ჩვენ და დამკვირვებლებმა ვიხილეთ და ის ანგარიშები და შეფასებები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადეს, მათ შორის, ეუთო/ოდირმა, - ასე აფასებს „სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე საქართველოს პროკურატურის შუალედურ დასკვნას არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, იმას, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი ამტკიცებს ფაქტი - „არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ აქვს აღიარებული არჩევნები“.

„რაც არ უნდა თქვას „ქართული ოცნების“ ნებისმიერმა წარმომადგენელმა, რომ ეუთო/ოდრიის ანგარიში იყო კარგი, პირიქით, ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი ანგარიში, შესაბამისად, აქ არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ამას ამტკიცებს ისიც, რომ დღეისათვის არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები და უკვე ბევრმა სახელმწიფომ ახსენა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში რომ არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მნიშვნელოვანი იქნებოდა მსგავსი გამოძიება, დღეს კი გამოძიების მიმართ ნდობა დაბალია.

„სამწუხაროდ, საქართველოში საგამოძიებო ორგანოების მიმართ ნდობა დღეს უკიდურესად დაბალია. ვხედავთ, რომ სახელმწიფო უწყებებში აღარ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი უწყება და ყველა ემსახურება „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, არ ვიცი დასკვნას როგორი ნდობა ექნება, ამასთან, ეს არის შუალედური დასკვნა და ვნახოთ როგორი იქნება საბოლოო დასკვნა, თუმცა მე პირადად არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს გამოძიება იმას იტყვის, რაც არჩევნების დროს ხდებოდა.

რაც შეეხება აპარატების ნაწილს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები, რომ აუდიტის პროცესი, რომელიც ჩატარდებოდა, უნდა ყოფილიყო ღია და ჩვენი ჩართულობით. რეალურად გვენახა, რომ აპარატების მუშაობა და მასში ჩატვირთული სიებით შესაძლებლობა ხომ არ იყო ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა სიაში გააქტიურებულიყო ან ამოიბეჭდა თუ არა ის სია რეალურად და ა.შ. ამ კითხვებზე

ჩვენ არ გაქვს პასუხები. რადგან ჩვენ ამ პროცესს არ ვესწრებოდით, ნდობა არ გვაქვს“, - განაცხადა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს