მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 17 იანვარს ეთერის დათმობის პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პარლამენტთან გადაინაცვლეს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც 50-ე დღეა, უწყვეტი აქციები მიმდინარეობს.

ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიის დატოვებისა და რუსთაველის გამზირამდე მარშით მსვლელობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის მხრიდან ხვალინდელი ეთერის დათმობის პირობა მიიღეს.

მედიის წარმომადგენლების თქმით, მათ არ სჯერათ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის, თუმცა ხვალ დილიდან დაუკავშირდებიან ეთერის დასაგეგმად.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტებმა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ისინი მზია ამაღლობელისა და იმ ყველა პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც აქციების პერიოდში დააკავეს. ასევე მთავარი მოთხოვნა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნება. მათი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა არ ისმის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს