რობერტ ფიცოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მომავალში შეხვდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მომავალში შეხვდება, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ვარჩევთ შეხვედრის თარიღს, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს“, - განუცხადა ფიცომ ჟურნალისტებს, თუმცა მას შეხვედრის შესაძლო ადგილი არ დაუკონკრეტებია.

რობერტ ფიცო და ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო რამდენიმე კვირაა ღიად აკრიტიკებენ ერთმანეთს. ეს, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მიერ რუსული გაზის დასავლეთში ტრანზიტის შეწყვეტას უკავშირდება. დეკემბრის ბოლოს ფიცო მოსკოვში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და გაზის მიწოდების საკითხზე ესაუბრა. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ფიცო სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. ამის შემდეგ პოლიტიკოსებმა ერთმანეთის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს.

13 იანვარს რობერტ ფიცომ ზელენსკი გაზის ტრანზიტის მოლაპარაკებებისთვის სლოვაკეთში შეხვედრაზე მიიწვია.

"თქვენი გადაწყვეტილება, შეაჩეროთ გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით სლოვაკეთისა და სხვა მომხმარებლებისკენ, უზარმაზარ ზიანს აყენებს თავად უკრაინას, სლოვაკეთს და ევროკავშირს. ეს იწვევს არაერთგვაროვან რეაქციას, რომელიც ხელს არ უწყობს არც ორმხრივ და არც მრავალმხრივ ურთიერთობებს", - დაწერა სლოვაკეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში. მან უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრა სლოვაკეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს შესთავაზა. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის გამართვის შესახებ რობერტ ფიცოს მოწოდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა : „კარგი. პარასკევს კიევში ჩამოდი“.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ