„დიდი შვიდეულის“ ლიდერები - სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ შეთანხმების პირობებს

ჩვენ, “დიდი შვიდეულის“ ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება, რომელსაც აქვს პოტენციალი უზრუნველყოს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება, - ამის შესახებ “დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული.

“დიდი შვიდეულის“ ლიდერების თქმით, სასწრაფოდ არის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გზის გახსნა, რათა დაბრუნდნენ და აღადგინონ თავიანთი სახლები,

„მადლობას ვუხდით ეგვიპტეს, კატარს და შეერთებულ შტატებს ამ მოლაპარაკებების შუამავლობაში დაუღალავი ძალისხმევისთვის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ შეთანხმების პირობებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ჩაერთონ შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყონ მისი სრული განხორციელება და საომარი მოქმედებების მუდმივი დასრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

“დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმებისგან.

„მოვუწოდებთ ირანს და მის მარიონეტებს, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმებისგან. ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისადმი ამ საფრთხეების ფონზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

“დიდი შვიდეულის“ ლიდერები მხარეებს მოუწოდებენ, დაუშვან ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილება და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ჰუმანიტარული მუშაკების დაცვა.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „დიდი შვიდეული“ მხარს უჭერს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით მოგვარებას.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტამდე მიდის, სადაც ისრაელელები და პალესტინელები იცხოვრებენ გვერდიგვერდ მშვიდობით, ღირსებითა და უსაფრთხოებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა