ლაშა ტყეშელაძე - სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე - ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ

სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე - ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, - ამის შესახებ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა, სასამართლომ კი პოლიტიკური დავალება შეასრულა და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე.

როგორც ტყეშელაძე აღნიშნავს, სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია და მათი თავისუფლები ხაზი რუსთაველზე გადის.

„ყოველდღიურად, ათეულობით თავისუფალ ადამიანს იბარებენ სასამართლოში, რომ სისტემამ რამენაირად, მათზე განახორციელოს რეპრესიები. ჩვენ კი ვიცით, რომ სასამართლო უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ნახავენ სამართალს, მაგრამ დღეს ყოველდღიურად სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე. სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში, სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ, ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, მაგრამ სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია. მათი თავისუფლების ხაზი გადის სწორედ აქ, რუსთაველზე. თავისუფლება რუსული რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს!“ - განაცხადა ტყეშელაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა