ბექა ხოხობაშვილი - ადვოკატებს არ გვეძლევა შესაძლებლობა დავიცვათ აქციებზე დაკავებულების ინტერესები, რადგანაც სასამართლო პოლიტიზებული და მიკერძოებულია

ადვოკატებს არ გვეძლევა შესაძლებლობა დავიცვათ აქციებზე დაკავებულების ინტერესები, რადგანაც სასამართლო არის პოლიტიზებული და მიკერძოებული - ჩვენ ვიბრძვით მათი უფლებების დაცვისთვის, - ამის შესახებ ადვოკატმა, ბექა ხოხობაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატები სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისათვის ციხის კედლებიდან იბრძვიან.

„ჩვენ, ადვოკატები ყოველდღიურ რეჟიმში ვიცავთ აქციებზე დაკავებული პირების ინტერესებს, როგორც ადმინისტრაციულის, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით. ადვოკატებს არ გვეძლევა შესაძლებლობა დავიცვათ მათი ინტერესები, რადგანაც სასამართლო არის პოლიტიზებული და მიკერძოებული. ჩვენ ვიბრძვით მათი უფლებების დაცვისთვის. გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც ყოველდღიურად იგრძნობა. ადვოკატები სოლიდარობას ვუცხადებთ, ასევე, სტუდენტებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის და სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისათვის ციხის კედლებიდან იბრძვიან“, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს