ლეპტოპები და შეუზღუდავი წვდომა ინტერნეტზე – Silk-ის საახალწლო საჩუქარი ახალგაზრდებს

უკვე წლებია, Silk-მა მიზნად დაისახა ახალი წელი განსაკუთრებულ დღესასწაულად უქციოს მათ, ვინც ამ დღის აღნიშვნას სხვადასხვა მიზეზის გამო სათანადოდ ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ მან ერთგვარი საახალწლო ტრადიცია დაამკვიდრა – კომპანია მომხმარებლებისთვის, პარტნიორებისა და მეგობრებისთვის საჩუქრების გაგზავნის ნაცვლად, საჩუქრებისთვის გამოყოფილ თანხას სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახმარს.

ამჯერად, Silk-მა გადაწყვიტა 2025 ახალი შესაძლებლობების წლად აქციოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებული ახალგაზრდებისთვის და ხელი შეუწყოს მათ განათლებასა და პირად განვითარებას. ამისთვის Silk კიდევ ერთხელ დაუმეგობრდა „ჩართეს“, რომლის დახმარებითაც ოკუპირებული გალისა და გორის კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ 25 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს საჩუქრად გადასცემს ლეპტოპებსა და შეუზღუდავ წვდომას ინტერნეტზე.

„ამ რესურსებით ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ კარი შეაღონ ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმებზე, ჩაერთონ ონლაინ სწავლაში, შეიძინონ ახალი უნარები და ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე. ადამიანებისა და ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის კი ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც წელს განსაკუთრებით მკაფიოდ დავინახეთ.

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს! ვიმედოვნებთ, რომ 2025 წელი არ იქნება მხოლოდ ინდივიდუალური წარმატებების წელი, არამედ საქართველოს მოსახლეობა ევროპულ გზაზე ერთობლივი ნაბიჯების გადადგმასაც შეძლებს“, – ამბობს Silk-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა გოშაძე.

„ჩართე“ საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს საშუალებას აძლევს მარტივად დაუფინანსონ კომპიუტერი და ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. პლატფორმა სრულიად გამჭვირვალეა და დღეს უკვე არაერთ დონორს აერთიანებს. პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია „ჩართეს“ ვებ-გვერდის დახმარებით.

Silk-ს „ჩართესთან“ მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც ის წლებია ახალგაზრდებს განათლების მიღებასა და წინსვლაში ეხმარება.

„მოსწავლეებისა და სტუდენტების ხელშეწყობა Silk-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მათ გარშემო კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. პროექტებში ჩართული ახალგაზრდების შესახებ დროდადრო უფრო მეტს მოგიყვებით, რათა დავინახოთ, თუ რამხელა სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლია ნებისმიერ ინიციატივას“, – ამბობს ბექა გოშაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა