ვახტანგ ძაბირაძე - „ქართული ოცნება“ იმდენად აგონიაშია, რომ ყველაფერზე შეიძლება იყოს წამსვლელი - სამწუხაროდ, ველოდები, რომ  უფრო ცუდისკენ წავა საქმე, ვიდრე მშვიდობისა და სიმშვიდისკენ

არ მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილმა ვიღაცას დაავალა, რომ გახარია მაინც და მაინც ბათუმში უნდა ეცემათ, მაგრამ იმ ხალხმა, ვინც ეს გააკეთა, მშვენივრად იცოდა, რომ ივანიშვილს ეს მოეწონებოდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ ტელეკომპანია „პალიტრანისუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გახარიაზე თავდასხმა მასში მონაწილე პოლიტიკოსების მხრიდან პროვოცირებული იყო.

„რეალობა ასეთია, გახარია ნორმალური კაცია, ნორმალური ადამიანია და უსაფუძვლოდ ჭიქას არავინ არავის ესვრის. ამას ამოვარდნილად ნუ განვიხილავთ, ბოლო პერიოდში დაწყებული სასამართლოებიდან, როცა აქტივისტებს ასამართლებდნენ, შემდეგ, მოსამართლეთა ჯგუფის მიერ განხორციელებული ქეიფი „ბაბილოში“, შემდეგ აბუ-დაბი, რაღაცნაირად ეს ლოგიკურ ჯაჭვში ჯდება, თითქოს, კულმინაცია უნდა ყოფილიყო ის, რაც გახარიას თავს დაატყდა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს გახარიას მისამართით პროვოცირება იყო იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ამ ამბავში მონაწილეობდნენ.

არამხოლოდ გახარიას მიმართ, დანარჩენების მიმართაც იგივე კეთდება და ხორციელდება. ბოლოს, დოლიძეზე ნახეთ, გაფიცულებს თავს რომ დაესხნენ, ყველამ იცის, რომ ეს დასჯადია, რუსთაველზე აღარ არბევენ, მაგრამ ცალკეული შემთხვევები არის, ფაქტობრივად, ყოველდღე რაღაც ასეთი ხდება, ანუ ეს ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობენ, დარწმუნებული არიან იმაში, რომ სამართალი, სასამართლო მათ არ ემუქრებათ, პირიქით, ცალკე, ჩუმად, შესაძლოა, მადლობასაც უხდიან. არ მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილმა ვიღაცას დაავალა, რომ გახარია მაინც და მაინც ბათუმში უნდა ეცემათ, მაგრამ იმ ხალხმა, ვინც ეს გააკეთა, მშვენივრად იცოდა, რომ ივანიშვილს ეს მოეწონებოდა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე განმარტებით, ინციდენტის ამსახველი გარკვეული ფრაგმენტის ჩვენებას პროპაგანდისტული მიზანი ჰქონდა.

„[წაქცეული გახარიას კადრის ჩვენება] უფრო პროპაგანდისტული იყო, ვიდრე პოლიტიკური. აბუ-დაბიში მომხდარი ფაქტის წინა დღის კადრს, სანამ ჩხუბი დაიწყებოდა, სოციალურ ქსელში სანიკიძის მისამართით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ვიღაც ვიღაცას აგინებდა და სანიკიძემ ხელი არ გაანძრია, არაფერი ქნა. მეორე დღეს, რაც მოხდა, იცით, მაგრამ ამის გარკვეული პასუხი შეიძლება სწორედ იმაში ვეძიოთ, რომ საზოგადოებას ამაზე რეაქცია ჰქონდა და საწყალი, მიტოვებული გახარია, რომელიც 10 კაცს თურმე ვერ გაუმკლავდა“, - აცხადებს გახარია.

იმის ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ დამნაშავეს გახარიას უწოდებს და ფიზიკური დაპირისპირების დაწყებას მას აბრალებს, ხომ არ შეიძლება სწორედ გახარიას წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება, ძაბირაძე აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.

„გამორიცხვით უკვე ვერაფერს გამოვრიცხავ, უფრო სწორად, არ გამოვრიცხავ. ასეთი პრეცედენტები თუ არ ვცდები, უგულავას მისამართით იყო, აეროპორტში, რომ მოხდა, როცა ის სცემეს და მასვე დააბრალეს. ასე რომ, ამას ვერ და არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად აგონიაშია, რომ ყველაფერზე შეიძლება იყოს წამსვლელი, სამწუხაროდ, ველოდები, რომ უფრო ცუდისკენ წავა საქმე, ამ ეტაპზე მაინც, ვიდრე მშვიდობისკენ და სიმშვიდისკენ. ასე რომ, ამას არ გამოვრიცხავ. რა თქმა უნდა, ამას პროტესტი და ჩვენი პარტნიორებისგან განცხადებები მოჰყვება. გამორიცხვით არ გამოვრიცხავ, რომ ეს მთლიანად შემოატრიალონ და გახარიას წინააღმდეგ დაიწყონ საქმის წარმოება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა