ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა

ბათუმის ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ერთობლივი ორგანიზებით, სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, სწავლების მიზანი ინციდენტის დროს ეფექტიანი მოქმედებისა და ორგანიზების გაუმჯობესება, ასევე კრიზისულ სიტუაციაში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება იყო. სწავლება პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა, რომელიც რეალური ინციდენტის მოდელირებას ეფუძნებოდა.

სწავლება აეროდრომის ტერიტორიაზე სხვადასხვა მოდელირებული სცენარით გაიმართა: მოხდა საჰაერო ხომალდის სიმულაციური ავარიული დაშვება და ხანძრის ლიკვიდაცია, ასევე ბაქანზე მდგომ საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებლება.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში საქაერონავიგაციის, შსს-ს შესაბამისი დანაყოფები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალური დანაყოფი, ასევე, აჭარის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სირაძის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პრობლემების მიუხედავად, გეგმურმა სწავლებამ წარმატებით ჩაიარა.

„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების სრულმასშტაბიანი სწავლება. სწავლების მიზანი იყო, შესაძლო ინციდენტის დროს ჯგუფში ჩართული პირების ერთობლივი უნარების გამომუშავება. მიუხედავად, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, სწავლებამ წარმატებით ჩაიარა და ყველა სამსახურის მოქმედება შეიძლება დადებითად შეფასდეს“, - განაცხადა გიორგი სირაძემ.

მათივე ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მომდევნო სწავლება უახლოეს მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის