ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ, ეს არის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანსა და საქართველოს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ, ეს არის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ილჰამ ალიევმა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია. ვიყენებ შესაძლებლობას და მოგილოცავთ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას. გისურვებთ თქვენ და თქვენს გუნდს წარმატებას. ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი არჩევანში დაგეგმეთ, ეს არის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იქნება.

„პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე, „შუა დერეფნის“ პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ამ პროექტში მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სამეზობლოში სხვა ქვეყნებთან. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ამას. ვიცით, რომ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა საქართველოსიც ფართოვდება, როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს ძალისხმევა მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, იმ ერების საკეთილდღეოდ, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებსაც. ძალიან ბევრის მიღწევა მოვახერხეთ, დეტალებში არ შევალ, ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში, ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებას მომავალში“, - აღნიშნა ალიევმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა