მიხეილ სააკაშვილი - მზია ამაღლობელის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, როგორც გამბედაობა პოლიტპატიმრების

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს გამოცემა „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა, მზია ამაღლობელის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი.

„მე მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს, განსაკუთრებულ ადამიანს. მზია ამაღლობელი ბოლოს დაიჭირა ასლან აბაშიძემ, ვინაიდან სიმართლის მატარებელი იყო ყოველთვის, საოცარი მედიები შექმნა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. მინდა გითხრათ, რომ ამ ქალბატონის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, ისევე, როგორც გამბედაობა პოლიტპატიმრების. მე მინდა, თუ ისინი მიყურებენ ვუთხრა, რომ აღფრთოვანებული ვარ მათი იდეურობით, მათი იდეალიზმით, პატრიოტიზმით, შეუპოვრობით, გამბედაობით და ოპტიმიზმით და იმის რწმენით, რომ ეს ყველანაირი კოშმარი ძალიან მალე ჩაბარდება წარსულს ისინი არიან ტყვეები, ისინი არიან, ისევე, როგორც მე, კრიმინალური სინდიკატის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია