გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად სალომე ზურაბიშვილი რაღაც თანხას გადაიხდიდა - თუ გინდა, რომ იქ ბუჩქებთან ან მის მიღმა დადგე, გადასახდელია თანხა და ფასები ამის მიხედვით მერყეობს

აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად სალომე ზურაბიშვილი რაღაც თანხას გადაიხდიდა - თუ გინდა, რომ იქ ბუჩქებთან, მის მიღმა ან ბუჩქთან ახლოს დადგე, გადასახდელია თანხა და ფასები ამის მიხედვით მერყეობს, - ასე ეხმაურება დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამგზავრებას.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ხელში ლგბტ დროშა უჭირავს და ამ დროშით იმ პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება, რომლის განცხადებითაც მან აშშ-ში ლგბტ უნდა დაასრულოს.

ამასთან, მაჭარაშვილის ინფორმაციით, როგორც წესი, აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციას მსოფლიო ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები არ ესწრებიან.

„ის, ვინც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე დაპატიჟა, არის სი ძინპინი და ევროპიდან, იტალიისა და უნგრეთის პრემიერები. ჩვენ არ ვიცით, ისინი ჩავლენ თუ არ ჩავლენ, მაგრამ მოცემულობაა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სახელმწიფოს პირველი პირები არ ჩადიან.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის კლოუნადას აგრძელებს. სხვათა შორის ტრამპის ინაუგურაციაზე მიხეილ სააკაშვილიც იყო - ბუჩქებთან იდგა და ტელეფონში რაღაცებს ათვალიერებდა. ალბათ, ზურაბიშვილიც სადღაც რაღაც თანხას გადაიხდიდა. ვიცით, რომ გადასახდელია თანხა, თუ გინდა, რომ იქ ბუჩქებთან, მის მიღმა ან ბუჩქთან ახლოს დადგე, ფასები ამის მიხედვით მერყეობს. სად უყიდეს ზურაბიშვილს ეს ბილეთი, ამას ვნახავთ, ან არც ვნახავთ, არც არის საინტერესო. აქ საინტერესო და მთავარი არის ის, რომელი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სურს ზურაბიშვილს დასწრება - იმ ამერიკის პრეზიდენტის ხომ არა, რომელიც მის პოლიტიკას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება? ზურაბიშვილს ლგბტ დროშა უჭირავს და ტრამპი ამბობს, რომ ლგბტ უნდა დავასრულოო. ზურაბიშვილი ამბობს, კარგია, რომ ომი არის უკრაინაში და ტრამპი ამბობს, ომი უნდა დავასრულოო. ზურაბიშვილი ამბობს, ჩვენ უნდა დავემონოთ, პარტნიორული ურთიერთობა არ გვინდა, ვასალური გვინდაო, ხოლო ტრამპი ამბობს, რომ პარტნიორული ურთიერთობებია საჭირო.

ეს როგორ არის?! სწრაფად უღალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს! ჩაიჭერით, ქალბატონო სალომე, აქაც არასწორ ადგილზე აღმოჩნდით. მართალია, ბუჩქთან იქნება, მაგრამ ზურაბიშვილი არ წარმოადგენს და არც ადრე წარმოადგენდა რამეს. ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიმბოლოა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში