პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე - სიგიჟის ზღვარია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს ყველაფერი არის ღალატი

სიგიჟის ზღვარია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს ყველაფერი არის ღალატი, - ასე შეაფასა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება.

პაატა მანჯგალაძის თქმით, პარტნიორები აზიანებენ არა საქართველოს, არამედ იმ ხელისუფლებას, რომელიც ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე ეღობება.

„როცა საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილი თუ დასანქცირდა ბრიტანეთის რეპუტაციას, ბრიტანეთის ერთგულებას დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის თურმე საფრთხე მიადგება, ეს არის იმ „ოპერიდან“, როცა ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვურჩიეთ, არ გაესაჩივრებინა შვეიცარიის ბანკებში ეს საქმეები, თორემ შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოიშლებოდაო. თურმე ბიძინა ივანიშვილის 2 მილიარდის გამო დაიშლებოდა შვეიცარია, ასეთი სიგიჟეები არ უნდა დავიჯეროთ“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება, რასაც პარტნიორები საქართველოს და მოქალაქეების მხარდაჭერისთვის იღებენ, იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც 50 დღის მანძილზე უწყვეტად დგას რუსთაველის გამზირზე.

„მიუხედავად გაყალბების მტკიცებულებისა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი განცხადება გავაკეთეთ, ხალხი რომ ქუჩაში არ გამოსულიყო, პარტნიორების მხრიდან რეაქცია არ იქნებოდა. როცა დემოკრატია და ქვეყნის მომავალი საფრთხეშია, მეგობრები იქცევიან ისე, როგორც იქცევა აშშ და ბრიტანეთი. აზიანებენ არა საქართველოს, არამედ იმ ხელისუფლებას, რომელიც ეღობება ქართველ ხალხს ყველანაირი ევროპული სიკეთის მიღების გზაზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.

განცხადებაში გამოთქმულია „უკიდურესი შეშფოთება", რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, „ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია