ეროვნული ბანკი - საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია სამიზნე 3%-ზე ქვემოთ ნარჩუნდება

საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. დაბალი და სტაბილური ინფლაცია მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. აღნიშნული, კი თავისმხრივ მიმდინარე გაურკვევლობის პირობებში, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნება, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა სწორმა/ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო.

„ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია და დეკემბრის მდგომარეობით 2.2% შეადგინა. ინფლაციის დაბალ დონეს საქართველოში, ასევე იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია განაპირობებს.

სებ-ის ბოლო პროგნოზით კი მოკლევადიან პერიოდში, ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება. ეროვნული ბანკის შეფასებით, შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გამოც, მას დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის ირგვლივ საბოლოოდ დასტაბილურდება.

ცნობისთვის, მსოფლიოში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივებულად შენარჩუნების ფონზე გლობალურმა ინფლაციამ ეტაპობრივად შემცირება დაიწყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დინამიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც წამყვან ცენტრალურ ბანკებს სიფრთხილისკენ უბიძგებს და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის ტემპს ანელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა