ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, ვინაიდან, საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს და ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აღიარებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება. თუ ეს ვალდებულება არ შესრულდება, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სანქციები, მე მინდა, ეს ყველას შევახსენო. რაც შეეხება საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელობას, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის, ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აქვს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ეს არის ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამებსა, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, 2008 წლის ომი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საჭიროა სიღრმისეული გამოძიება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა