ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“პარლამენტში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა კანდიდატების საკონკურსო დოკუმენტაცია შეისწავლეს და პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინეს გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა