თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაპირისპირების დროს დაიმსხვრა პოლიციის შენობის შუშა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ადგილზე პოლიციის ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, რითაც გამოხატავდნენ დაუმორჩილებლობას ხელისუფლების და სოლიდარობას დაკავებულების მიმართ. აქციის მონაწილეებმა გაიკეთეს პირბადეები, რა დროსაც პოლიციასა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა.

„ადამიანები ძალის გამოყენებით დააკავეს. მათ უფლება არ აქვთ, რომ პირბადის გამო დააკავონ ადამიანები. ამაზე ჯარიმაა და არა დაკავება. აქ ძალადობისთვის არ მოვსულვართ, მოვედით ჩვენი პროტესტის და დაუმორჩილებლობის გამოსახატად. იძალადეს ჩვენზე, ჩემს მეგობარს შუშა ჩაამტვრევინეს თავით.

ვიდექით, მივმართავდით, მოვიდნენ და დაიწყეს ჩვენზე ძალადობა, ძალადობრივად წაიყვანეს 6 ადამიანი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

„რამდენი პოლიციელიც იქნება საჭირო დაკავების დროს, იმდენი პოლიციელი დააკავებს. ნიღბებში იყვნენ, ქალი იყო, კაცი იყო ამას გავარკვევთ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მოგვიანებით გეტყვით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გოგა მემანიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა