„ძლიერი საქართველო“ - ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა, პოლიციას არ წაუღია - პოლიციას არ დაუკითხავს საბა ბუაძე და ფაქტის თვითმხილველები

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ცივი იარაღი, რომელიც კოალიციის წევის, საბა ბუაძეზე თავდასხმისას თავდამსხმელს დაუვარდა, პოლიციას არ დაულუქავს.

„ძლიერი საქართველოს“ განმარტებით, ამ დრომდე არ გამოუკითხავთ არც საბა ბუაძე და არც სხვა პირები.

„ცივი იარაღი რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა პოლიციას არ წაუღია/დაულუქია, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი. დანა ამ დრომდე "ძლიერი საქართველოს" საბურთალოს შტაბში ინახება. პოლიციას ასევე არ დაუკითხავს საბა ბუაძე და პარტიის სხვა წევრები, რომლებიც თავდამსხმელების სამიზნეები და თავდასხმის თვითმხილველები იყვნენ“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მას და ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ორი პირი თავს მოულოდნელად დაესხა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბუაძე აცხადებს, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს. ამასთან, ბუაძის თქმით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს დანაც ჰქონდა.

შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა