ადვოკატი - რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებულ შალვა მაღრაძეს, საავადმყოფოში გადაყვანამდე, მუცელი სტკიოდა, ჰქონდა ღებინებაც - თანამესაკნის ინფორმაციით, ნაცემი არ არის

რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ საპროტესტო აქციის დროს დაკავებული შალვა მაღრაძე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, შალვა მაღრაძის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი მუცლის ტკივილია.

„აღმოჩნდა, რომ შალვა მაღრაძეს მუცელი სტკიოდა, ჰქონდა ღებინება და ექიმმა მხოლოდ „ნოშპა“ მისცა. შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მოვითხოვე კიდევაც შალვა მაღრაძის ნახვა, სასწრაფოს საკითხი და მისი კლინიკაში გადაყვანა. ასევე, ვესაუბრე მის თანამესაკნეს, რადგანაც ვინც იქ მუშაობს, არავის ვენდობი. თანამესაკნემ განმიცხადა, რომ შალვა მაღრაძეს მუცელი უეცრად ასტკივდა, ანუ ნაცემი არ არისო“, - განაცხადა გუჯა ავსაჯანაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია 12 იანვარს, დაახლოებით, 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, როდესაც იქ მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ, მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე