"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", "ცეცხლი ოლიგარქიას!" - ამ მოწოდებებით ფილარმონიასთან მოქალაქეები ნიღბების აკრძალვას აპროტესტებენ - გაიმართება მსვლელობაც

"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", "ცეცხლი ოლიგარქიას!" - ამ მოწოდებებით ფილარმონიასთან მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილს ე.წ. „ბალაკლავა“ უკეთია, ასევე უკეთიათ ნიღბები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, რითაც, მათივე განმარტებით, პროტესტს და დაუმორჩილებლობას გამოხატავენ იმ კანონის მიმართ, რომელიც ნიღბების ტარებას კრძალავს.

პროტესტის მონაწილეებს უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ დემონსტრაციულად ფოიერვერკიც ისროლეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ფილარმონიიდან მსვლელობით გაემართებიან პარლამენტთან და იქ მომდინარე აქციას შეუერთდებიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია