ანა დოლიძე - აუცილებელია დასავლეთმა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოს

აუცილებელია დასავლეთმა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ფართომასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოყოს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი უნდა გამოყოს დასავლეთმა, რომელიც მოხმარდება მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ჯგუფებს, თეატრებს.

’’აუცილებელია დასავლეთმა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ფართომასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოყოს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის. სწორედ ისე, როგორც ეს მოხდა 2008 წლის შემდეგ. ფაქტია, რომ გაჭირვება იქნება, ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი არ ჩავარდება მარტივ სიტუაციაში. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. რამდენიმე მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი უნდა გამოყოს დასავლეთმა, რომელიც მოხმარდება მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ჯგუფებს, თეატრებს. ისინი დღეს ევროპულ მომავალს იცავენ. ეს დახმარება მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქოს ის ტვირთი, რასაც ეს ჯგუფები ახლა წევენ“,- განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე