„თავისუფლება მზიას“ - ამ მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება მზიას“, - ამ მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლთან გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისმის შეძახილები „სირცხვილია“.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პროკურორებს ტრანსპარანტებით დახვდნენ. ასევე, დატოვეს სტიკერები, რომელზეც პროკურორთა ფოტოებია ასახული. ჟურნალისტები, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.

„ყველა პოლიტპატიმრის საქმეში პროკურორები მთავარი არიან, იციან, რომ დაკავების არასწორი ფაქტებია, გაყალბებულია ოქმები. გავიხსენოთ ზვიად ქორიძის და გიორგი გახარიას საქმეც.

როდესაც თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი ხდები, როგორ უნდა დაიცვა თავი? გაგინებენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებენ. სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ მზია ამაღლობელს”,- აცხადებენ შეკრებილები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს