რუსული მხარის ინფორმაციით, ყაზანში უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა, რის გამოც აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ყაზანში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა, მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგის სამიზნე სამრეწველო საწარმოები იყო, თუმცა, ყველა დრონი განეიტრალდა და მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურები აგრძელებენ ადგილზე მუშაობას შედეგების აღმოსაფხვრელად. პირველი შეტყობინებების მიღების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რუსტამ მინიხანოვი. ყველა საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, - ნათქვამია თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, „როსავიაციის“ წარმომადგენლის, არტემ კორენიაკოს ინფორმაციით, ყაზანის აეროპორტში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თვითმფრინავების მიღებასა და გაგზავნაზე შეზღუდვები დაწესდა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის რეგიონებში 31 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება