დონალდ ტრამპი - ბაიდენის ადმინისტრაციის ყოველი რადიკალური და სულელური აღმასრულებელი ბრძანება ფიცის დადებიდან რამდენიმე საათში გაუქმდება - ხვალ ძალიან გაერთობით ტელევიზორის ყურებისას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებებს და გამოიყენებს თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს მასობრივი დეპორტაციის ოპერაციების დასაწყებად, გარემოსდაცვითი რეგულაციების შესამცირებლად და მრავალფეროვნების პროგრამების დასასრულებლად, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ბაიდენის ადმინისტრაციის ყოველი რადიკალური და სულელური აღმასრულებელი ბრძანება გაუქმდება რამდენიმე საათში მას შემდეგ, როცა ფიცს დავდებ. ჩვენ პირველ რიგში ამერიკას ვაყენებთ და ეს ყველაფერი ხვალ იწყება. ხვალ ძალიან გაერთობით ტელევიზორის ყურებისას“, - განაცხადა ტრამპმა ინაუგურაციის წინა დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

BBC-ი წერს, რომ დონალდ ტრამპი, ორშაბათს, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს 200-ზე მეტ აღმასრულებელ მოქმედებას, ეს მოიცავს აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც იურიდიულად სავალდებულოა, და პრეზიდენტის სხვა დირექტივებს, როგორიცაა პროკლამაციები, რომლებიც, ჩვეულებრივ, იურიდიულად სავალდებულო არ არის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება