ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს 4-წლიანი პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება

გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.

„წელს იმართება საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა, მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები 2025 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს. განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს, რომელიც მინისტრის რანგში პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას და მინდა მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე. სპორტის წარმატება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებას აქტიურად უნდა შეუდგნენ. მისი თქმით, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავარდეს.

„დაანონსებული გვაქვს აეროპორტის პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ამ პროექტის პირველი ფაზა და შემდეგ უკვე სრულად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება. გვაქვს სტადიონის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ გავაცდინოთ იმისთვის, რომ დროულად შევძლოთ სტადიონის დასრულება და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაც არის ჩვენს მიერ გაცხადებული ამბიციური მიზანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე