მთავრობის სხდომის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, მთავრობის სხდომის პარალელურად, მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას, ლოზუნგით - „თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს“ მართავენ.

აქციაზე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და გათავისუფლების მოთხოვნით სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოს პროკურატურამ დააყენოს ახალი შუამდგომლობა - მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა- უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით სახით შეიცვალოს.

ისინი სკანდირებენ - „თავისუფლება მზიას“. ასევე გაშლილი აქვთ ბანერი - „თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს“.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ და მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებისკენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს