ირაკლი კობახიძე - ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც ყველას წინააღმდეგაა, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა - იმ სიკეთეებით და სარგებლით, რომელსაც მივიღებთ პოლიტიკის შედეგად, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს

ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა შეფერხდეს, თუმცა, არაფერი გამოსდით - ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არამხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული წელი მთლიანობაში წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

„დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მლრდ-იანი მაჩვენებლით და შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მლრდ ლარამდე. მიმდინარე წელს 100 მლრდ-იან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც შესაძლებელია.

იანვარშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა გვაქვს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ტურიზმის სფეროში ძალიან კარგი მაჩვენებლები გვქონდა, 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა წლიურმა შემოსავლებმა ტურიზმიდან.

რეკორდული იყო მეოთხე კვარტალი. მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა, საარჩევნო თვე იყო ოქტომბერი, შემდეგ ნოემბერში ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, ეს გაგრძელდა დეკემბერშიც. ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალი დიდი წარმატებით დავხურეთ.

ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა შეფერხდეს, თუმცა, არაფერი გამოსდით, ვაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას. ხედავთ, რომ ჩვენ გვყავს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არამხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით. ამაზე მუშაობენ, რათა დაზარალდეს თითოეული მოქალაქე. არაფერი გამოსდით ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში გამოუვათ. ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც ყველას წინააღმდეგ არის, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა. უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობა. რა თქმა უნდა, იმ სიკეთეებით და სარგებლით, რომელსაც მივიღებთ პოლიტიკის შედეგად, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს“,-აღნიშნა კობახიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ