მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ჟურნალისტები, რომლებმაც მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან შეხვედრას მოითხოვენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ჟურნალისტები, რომლებმაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან, კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

მათი თქმით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც ამ უწყებამ უნდა გამოიძიოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.

„11:00 საათზე მზია ამაღლობელის კოლეგები მთავრობის ადმინისტრაციასთან მოვედით. „ქართული ოცნების" მთავრობის სხდომის პარალელურად გვინდოდა, გაგვეგონებინა ჩვენი ხმა და მოთხოვნები. ჩვენ ვითხოვთ, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. 15:00 საათზე საია-ში გაიმართება ბრიფინგი, სადაც საზოგადოება მზია ამაღლობელის შესახებ გაიგებს ახალ დეტალებს. 17:00 საათზე კი მზიას კოლეგები, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მივალთ და კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოვითხოვთ, რადგან ჩვენ მოვითხოვთ სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ მზიას მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს უფლებამოსილება. ეს საქმე გამოუძიებელი ვერ დარჩება! თავისუფლება მზია ამაღლობელს!" - განაცხადა „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ