თორნიკე რიჟვაძე - განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს, რომ ასეთი ღირსეული პოლიციელები ხელმძღვანელობენ დანაყოფებს როგორც ბათუმში, ასევე  აჭარის რეგიონში, როგორიც გახლავთ ბატონი გრიგოლ ბესელია, ასევე ირაკლი დგებუაძე

მინდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო - პოლიციელზე ხელის აღმართვა წარმოადგენს დანაშაულს. ეს არის არა მხოლოდ ცალკე აღებულ პოლიციელზე ხელის აღმართვა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის.

„პირველი რაც შემიძლია ვთქვა, ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ორკესტრირებულ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან მართულ პროცესს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მხრიდან, მაგრამ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს წინსვლა, მშვიდობიანად. ეს რა თქმა, უნდა გულისხმობს, რომ კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა უნდა შეიქმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის სოფლად და ქალაქად, ეკონომიკური ზრდა უნდა გაგრძელდეს და მთელი მთავრობა ემსახურება ამ საერთო ამოცანას.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს: მინდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო - პოლიციელზე ხელის აღმართვა წარმოადგენს დანაშაულს და ეს არის არა მხოლოდ ცალკე აღებული პოლიციელზე ხელის აღმართვა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შესაბამისად, არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ის რაიმე სახით აცდება შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას.

ასევე მინდა გარკვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან დიდი მადლიერებით ვართ გამსჭვალული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, უსაფრთხოების სამსახურების მიმართ, ვინაიდან ისინი ახერხებენ განსაკუთრებით ყველა გამოწვევის წინაშე, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა სამშვიდობოს გააღწიოს. ეს არის იმ ღირსეული პოლიციელების დამსახურება, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქალაქს, ჩვენ რეგიონს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ასეთი ღირსეული პოლიციელები ხელმძღვანელობენ დანაყოფებს როგორც ბათუმში, ასევე აჭარის რეგიონში როგორიც გახლავთ ბატონი გრიგოლ ბესელია, ასევე ირაკლი დგებუაძე. ასე რომ, ჩვენ ასეთი ბევრი პოლიციელი გვჭირდება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას და აღსრულებას“,- აცხადებს რიჟვაძე.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა