თორნიკე რიჟვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებზე - უშანსოდ არიან დარჩენილები კონკრეტული კანდიდატები, თუმცა ეს საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადასაწყვეტია

უშანსოდ არიან დარჩენილები კონკრეტული კანდიდატები, თუმცა ეს საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების საკითხს. მისი განცხადებით, უნივერსიტეტის საბჭო ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მოგეხსენებათ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის ერთ-ერთი ძვირფასი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და რა თქმა უნდა, ვისურვებთ, რომ მისი ხელმძღვანელი, რექტორი იყოს ღირსეული ადამიანი, ღირსეული პროფესიონალი, ამ შემთხვევაში კანდიდატი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ბატონი ტიტე აროშიძე, გახლავთ ერთ- ერთი გამორჩეული და ღირსეული პროფესიონალი, რომელიც ღირსეულად გაუძღვება ბათუმის უნივერსიტეტის განვითარებას.

უშანსოდ არიან დარჩენილები კონკრეტული კანდიდატები, თუმცა ეს საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადასაწყვეტია, ცდილობენ ხოლმე წამოწიონ ისეთი საკითხები, რომელიც მათ შედეგს ახსნის წინსწრებით.

ამიტომ, თუ კონკრეტული ფაქტები არსებობს, რა თქმა უნდა, შესაბამისი მიმართვა უნდა განხორციელდეს, რაც ჩვენ ვერ ვნახეთ, თუმცა უნივერსიტეტი წარმოადგენს ავტონომიურ დაწესებულებას და დარწმუნებული ვარ, რომ აკადემიური საბჭო ღირსეულ კანდიდატზე შეაჩერებს გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის გრძელვადიან განვითარებას როგორც პროფესორების მაქსიმალურ მხარდაჭერას, ასევე, რა თქმა უნდა სტუდენტებზე მაქსიმალურ ზრუნვას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ხვალ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 14:00 საათზე გაიმართება.

რექტორობის კანდიდატები არიან: აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძეა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ