ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით აგრძელებს ბრძოლას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს. ამის შესახებ ნონა ქურდოვანიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ეს არის მზია ამაღლობელის მხრიდან პროტესტის გამოხატვის ერთგვარი ფორმა იმ უკანონო პატიმრობაზე, რომელშიც ის იმყოფება.

„დღეს მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა მზია ამაღლობელი. ის თავს მხნედ გრძნობს და მზად არის ამ საქმეში იბრძოლოს. ასევე, დამატებით მინდა გითხრათ, რომ მას დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით აგრძელებს ამ საქმეზე ბრძოლას. ამას აქვს ბრძოლის ფორმა და პროტესტის ფორმა სახეზეა", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისი განმარტებით, ციხის ადმინისტრაცია შიმშილობის შესახებ ინფორმირებულია. ამასთან, ქურდოვანიძის განმარტებით, მზია ამაღლობელი ჯერ თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა