მამუკა მდინარაძე - მიხეილ ყაველაშვილი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც პატიმრები ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეიწყალა - მიკვირს, „რუსული შეწყალება“ რატომ არ დაარქვეს, შეიძლება ესეც მოაფიქრდეთ

მიხეილ ყაველაშვილი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც პატიმრები ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეიწყალა - ყველა წინა შემთხვევაში: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი მარგველაშვილისა თუ სალომე ზურაბიშვილის დროს პატიმართა შეწყალება პოლიტიკური თუ სხვა სახის ვაჭრობის საგანი იყო! - ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, 613 პატიმრის შეწყალების გადაწყვეტილებაზე საუბრისას გააკეთა.

აქვე მდინარაძემ დასძინა, რომ „როდესაც ვიღაცებს აკრიტიკებენ ხოლმე, გაიხსენონ როგორ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა 22 წლის პოლიციელის მკვლელი“.

მდინარაძის ინფორმაციით, შესაწყალებელ პატიმართა სია გაცილებით დიდი იყო, მაგრამ პრევენციული რისკებიდან გამომდინარე, სია შემცირდა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა პატიმართა რაოდენობის შემცირებაა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჰუმანური და სწორი გადაწყვეტილებით დაიწყო - მან ბევრი ოჯახი გაახარა!

ძალიან კარგად ვიცი, როგორ მიდიოდა ეს პროცესი - ამაში ჩართული იყო არა მხოლოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არამედ მთელი სისტემა, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემა, რომლის დახასიათებას და რეკომენდაციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

უნდა ვიცოდეთ, რომ სასჯელს ორი პრევენციული მიზანი აქვს - ერთია კერძო და მეორე - ზოგადი. კერძოა ის, თუ რამდენად რესოციალიზირებულია ადამიანი და მეორე - ესა თუ ის სასჯელი პრევენციულად საზოგადოებაზე რამდენად მოქმედებს. როდესაც საჯარო და კერძო მიზნები აღსრულებულია, ამ დროს ყველაზე რელევანტური მსჯავრდებულის გათავისუფლებაა.

ისმება მდაბიო კითხვები, როგორ მოასწრო ყაველაშვილმა 613 საქმის განხილვა? - თქვენ გგონიათ, რომ პრეზიდენტი ყველა საქმეს დეტალურად უნდა ჩაუჯდეს და განიხილოს? რას აკეთებს მისი ადმინისტრაცია და იმდენი ხალხი, რომელიც იქ მუშაობს? რას აკეთებს სასჯელაღსრულების დაწესებულების უამრავი თანამშრომელი, იუსტიციის სამინისტრო და სხვა უწყებები, რომლებიც რისკებს განიხილავენ და თავისი პოზიცია აქვთ?

ყველაფერში ცუდს ხედავენ - მიკვირს, “რუსული შეწყალება“ რატომ არ დაარქვეს, შეიძლება ესეც მოაფიქრდეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა