„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. მან მოსამართლეს შეღავათის გაწევა სთხოვა, ამასთან დაზარალებულ მეხანძრე - მაშველს, რომელსაც ბუბუტეიშვილის მიერ ნასროლი ქვა მხარში მოხვდა, ბოდიში მოუხადა და მასაც პატიება სთხოვა.

ბუბუტეიშვილის ადვოკატის დალი ბარბაქაძის განცხადებით, მოსამართლემ შემამსუბუქებელი გარემოებები არ გაითვალისწინა, მათ შორის ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულში ნასამართლევი არ არის, ამასთან 21-წელს მიუღწეველი პირია და ასევე ის ფაქტი, რომ ის დანაშაულს აღიარებს.

ადვოკატი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე