თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში შარლ აზნავურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში შარლ აზნავურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი 21 იანვარს, 19:30 საათზე დაიწყება.

„ფესვებით საქართველოდან სომხური წარმოშობის ცნობილი ფრანგი მომღერლის, კომპოზიტორისა და მსახიობის - შარლ აზნავურის 100 წლის იუბილე შეტანილია იუნესკოს ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების 2024-2025 წ.წ. კალენდარში, იუნესკოს ფრანკოფონიის ელჩების ჯგუფის მხარდაჭერით, რომელსაც 80-ზე მეტი წევრი ჰყავს.

თბილისში ორგანიზებული კონცერტის სოლისტია - მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და ჩანაწერის პროდიუსერი არფი ალტო (არფინე ტერ-პეტროსიანი).

დაიბადა ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა) 1990 წლის 30 სექტემბერს, ჯაზ-მუსიკოსი ანაჰიტ ტერ-პეტროსიანის და მხატვარი, მოქანდაკე მიქაელ ტერ-პეტროსიანის ოჯახში. საფორტეპიანო სპეციალობით უმაღლესი განათლება მიიღო ერევნის ხ. აბოვიანის სახელობის სომხურ სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

გამოდიოდა სომხურ ვოკალურ ანსამბლში „გეღარდი“ და ერევნის ა.სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ აკადემიურ თეატრის შემადგენლობაში.

როგორც სოლო არტისტი, ის პოპულარულია 2019 წლიდან - ტრადიციული სომხური ხალხური, ბოსა ნოვას კლასიკური სიმღერებისა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტების თავისი cover ვერსიებით. მისმა YouTube-ის არხმა 5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა კლასიკური ბრაზილიური ბოსა ნოვას სიმღერების „The Girl From Iema“ და „The Way You Look Tonight“-ის წყალობით. არფი მსმენელმა ასევე შეიყვარა კლასიკად ქცეული იმ ჰიტების ქავერებით, როგორიცაა „Mas Que Nada“, „Close to You“, „We've Only Just Begun“, შარლ აზნავურის „She“ და სტინგის „Fields of Gold“.

2021 წელს გამოუშვა „My Soul In The Mountains“ ალბომი, ხოლო 2022 წელს - ალბომი „Para o Meu Amor“, რომლებიც შეიცავს ბოსა ნოვას, ჯაზის და სომხური ხალხური მელოდიების კომბინირებას. კონცერტის ორგანიზატორია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო, მხარდამჭერი:Marriot Tbilisi. საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი: +995 597 72 79 82“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში