„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი - საქართველოში გვყავს პირველი ქალი პოლიტპატიმარი - მზია ამაღლობელი პირველი ქალი - ჟურნალისტია, პირველი ქალი - მედიამენეჯერია, რომელიც სისტემამ გაანეიტრალა და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა

საქართველოში გვყავს პირველი ქალი პოლიტპატიმარი. მზია ამაღლობელი არის პირველი ქალი-ჟურნალისტი, პირველი ქალი-მედიამენეჯერი, რომელიც სისტემამ გაანეიტრალა და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა, - ამის შესახებ „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.

„არავითარი დასაბუთება და საჭიროება იმის, რომ მზია ამაღლობელისთვის შეეფარდებინათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, არ არსებობდა არა მხოლოდ ადამიანური და ჰუმანური მოსაზრებებით, არამედ არც სამართლებრივად, მაგრამ სისტემა, რომელიც არის რეპრესიული, რომელიც ებრძვის ყველაფერს ნათელს, არ ითვალისწინებს არც ჰუმანიზმს და რასაკვირველია, არც სამართალს. სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პირველ რიგში, ჟურნალისტები ამ სისტემის სამიზნეები ვიქნებით. ალბათ, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ბრძოლის, რასაც რუსული მმართველობის სტილი და ჟურნალისტებისადმი რუსული დევნა ჰქვია“,- განაცხადა თურაძემ.

მისი განმარტებით, საზოგადოებამ დაინახა, როგორ განადგურდა ობიექტური, დამოუკიდებელი მედია რუსეთში და ამის რისკი საქართველოშიც არსებობს. ის მიიჩნევს, რომ საჭიროა უფრო მეტად მობილიზება და მეტი აქტივიზმი.

„ჩვენ გამოგვიცხადეს ბრძოლა. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დავრჩით მთავარი ფიგურის გარეშე. გარწმუნებთ, ჩვენთვის რთული იქნება ამ საქმიანობის გაგრძელება. ძალიან რთული იქნება ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სახით, რა სახითაც ვაწვდიდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ. ასევე, მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა როგორც თქვენ, ისე საზოგადოებას. ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რომ არ გავჩერდეთ და არ მივცეთ სისტემას იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ შედგეს, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფო“, - განაცხადა თურაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს