ლევან იოსელიანი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, მიაქციონ ყურადღება გორის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ადამიანებს, სასწრაფოდ იზრუნონ მათ სხვა საცხოვრებელში, ღირსეულ პირობებში განთავსებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის სოციალურ საცხოვრისს ეწვია, მის მცხოვრებლებს შეხვდა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ა ავრცელებს.

„გორის სოციალურ საცხოვრისში უკვე წლებია ადამიანები ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრობენ. მართალია, შარშანდელთან შედარებით, პირობების უმნიშვნელო გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა ეს არ ცვლის კატასტროფულ სურათს, რომლის მსგავსი საქართველოში არსად არ არის.

გარდა ინფრასტრუქტურულ-ჰიგიენური პრობლემებისა, ვითარებას ისიც ართულებს, რომ საცხოვრისის შენობაში, სადაც 80-ზე მეტი ოჯახი და მათ შორის, 60-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, მეტადონის პროგრამით გათვალისწინებული სერვისი ფუნქციონირებს. მაცხოვრებლები მრავალი წელია ითხოვენ სერვისის გადატანას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას და პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, მიაქციონ ყურადღება გორის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ადამიანებს, სასწრაფოდ იზრუნონ მათ სხვა საცხოვრებელში, ღირსეულ პირობებში განთავსებაზე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველმა გორის სოციალურ საცხოვრისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს