დავით მათიკაშვილი - სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს - ჩვენ განმარტებაში შესვლის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია

სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს - ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებაში შესვლის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს, პარლამენტის დამცავი ჯებირის დაზიანების გამო დაპატიმრებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის თაობაზე დასმულ კითხვას.

"იმ ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ დემონსტრანტების გვერდით ან მათ უკან დგანან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია და რომელიც 2012 წლამდე, სასამართლო სისტემას თავიდან ბოლომდე მართავდა, ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებაში შესვლის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია.

სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს - მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია