შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად მტკიცე მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.

„მხარეებმა მიმოიხილეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. საუბარი შეეხო სომხეთის მზარდ ინტერესს, გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან, მათ შორის, განსაკუთრებით აღინიშნა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა.

ასევე, აღინიშნა, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველო-აშშ-ისა და სომხეთი-აშშ-ის ურთიერთობების შემდგომი განვითარება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის ელჩმა, აგრეთვე, მომღერალ შარლ აზნავურის დაბადების 100 წლისთავის საქართველოში სათანადოდ აღნიშვნას გაუსვეს ხაზი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა